4
11.11.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 14 ნოემბერს, (შაბათს) მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ნოტარიუსის მომსახურებით.
ნოტარიუსი იმუშავებს აღნიშნულ დღეს, ქალაქ ონის შემოსასვლელში არსებულ შეუბნის ადმინისტრაციულ შენობაში, სამუშაო გრაფიკი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
დამატებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ნოტარიუსს – ნათია ტეფნაძეს, ტელ: 595 18 88 55
