0
11.11.2026წ.
რაჭველმა, ანა ჭელიძემ „ფედერაციის თასი 2026“-ზე წარმატებით იასპარეზა და ორი საპრიზო ადგილი დაიკავა.
7-8 ნოემბერს, თბილისში, ტანვარჯიშის არენაზე საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ტურნირზე ანა ჭელიძემ ბაფთით ვარჯიშში პირველი, ხოლო ბურთით ვარჯიშში მესამე ადგილი მოიპოვა.
ტურნირის შედეგები სპორტსმენებს შესაბამისი სპორტული თანრიგების მოპოვებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შესაძლებლობას აძლევს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ანა ჭელიძეს წარმატებულ ასპარეზობას!
