31 ოქტომბერს ონის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ჩვენი ქალაქის და კუთხის ხელოვნების და კულტურის ორი თვასაჩინო მოღვაწის, ძმების, გიგა და შალვა ჯაფარიძეების საიუბილეო საღამო გაიმართა

by magda

31.10.2019წ.

31 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთ კომისიის თავმჯდომარის სონია გუგეშაშვილის და ონის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელების ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ჩვენი ქალაქის და კუთხის ხელოვნების და კულტურის ორი თვასაჩინო მოღვაწის, ძმების, გიგა და შალვა ჯაფარიძეების საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე გიგა და შალვა ჯაფარიძეების შემოქმედების მოყვარულმა და პატივისმცემელმა მაყურებებელმა პატივი მიაგო იმ ადამიანების ხსოვნას, რომელთაც თავისი ცხოვრებით და მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვეს ონის ისტორიაში, ონელების მეხსიერებასა და შემეცნებაში, დიდება შეჰმატეს ჩვენს ქალაქს, მუნიციპალიტეტს, რაჭას და სრულიად საქართველოს!
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს დაუვიწყარი საღამოს მოწყობისთვის და დიდი ხელოვანი ძმების გიგა და შალვა ჯაფარიძეების ღვაწლის დაფასებისთვის.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content