ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფოიეში წარმოდგენილი იყო პროექტის – ვორქშოპი მხატვრობაში გამოფენა – პრეზენტაცია

by magda

ნამუშევრები შეიქმნა ავსტრიელი მხატვრის იუტა ბრუნშტაინერის Jutta Brunsteiner მიერ ჩატარებულ ვორქშოპსა და პლენერებზე

29 ივნისს,ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფოიეში , ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი იყო ონის მუნიციპალიტეტის მერიის, ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის კულტურის ცენტრის, ავსტრიის ბიბლიოთეკის, ა(ა)იპ უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის ერთობლივი პროექტის – ვორქშოპი მხატვრობაში გამოფენა – პრეზენტაცია.
ნამუშევრები შეიქმნა ავსტრიელი მხატვრის იუტა ბრუნშტაინერის Jutta Brunsteiner მიერ ჩატარებულ ვორქშოპსა და პლენერებზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების: ხატია გუგეშაშვილი, ქეთი კახეთელიძე, მარი გუგეშაშვილი, სოფო გობეჯიშვილი, ანა გუგეშაშვილი, ლუკა ლიჩელი, თიკო და ნინო გუგეშაშვილების ნამუშევრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, მერიის წარმომადგენლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content