17
სოფელ ჯინჭვისსა და გლოლაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები და ქუთაისი-ალპანა-მამისონის სახელმწიფო გზის გარკვეული მონაკვეთები დაათვალიერა
მიმდინარე წლის 28 ივნისს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა -არჩილ ჯაფარიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან- ემზარ საბანაძესთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჯინჭვისსა და გლოლაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები და ქუთაისი-ალპანა-მამისონის სახელმწიფო გზის გარკვეული მონაკვეთები დაათვალიერა,გაეცნო ვითრებას ჭიორა-ღების დამაკავშირებელ გზაზე და შეხვდა სოფელ გლოლის მოსახლეობას.