20 მარტს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

by magda

ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა   განიხილეს  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესრულების საკითხი.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას და  მონიტორინგს   ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები  განახორციელებენ   სოფლის რწმუნებულთან და დეპუტატთან ერთად .

სამუშაო შეხვედრაზე სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლის წარმომადგენლებს   მოუწოდა მოსახლეობასთან ერთად იზრუნონ სოფლის გარეგნულ იერსახეზე, მოაწყონ დასუფავების აქციები , გააუქმონ სოფლებში არსებული ქაოტური ნაგავსაყრელები.

პროექტების განხორციელების პარალელურად, იგი შეხვდება ადგილობრივ მოსახლეობას და მათთან ერთად, პირადად მიადევნებს თვალყურს დაგეგმილი სამუშაოების შესრულების პროცესს.

DSC_0669 DSC_0670 DSC_0672 DSC_0673 DSC_0676 DSC_0687 DSC_0688

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content