თუ არ ხართ წითელაზე აცრილი, არ გადადო – აიცერი!

by magda

2019 წლის 18 იანვრის საქართველოს მთავრობის # 16 განკარგულების საფუძველზე წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ა(ა) იპ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ხორციელდება მოქალაქეებიდან ასაცრელი კონტიგენტის გამოვლენა, აცრის ინდივიდუალური სქემის განსაზღვრა და სავალდებულო ვაქცინით უზრუნველყოფა განურჩევლად დაწესებულების სამართლებრივი ფორმისა. დღეის მონაცემებით იმუნიზიციის სერვისით ონის მუნიციპალიტეტში ისარგებლა 140-ზე მეტმა მოქალაქემ. აცრები კვლავ მიმდინარეობს. ამ განკარგულებით განსაზღვრული ასაცრელი კონტიგენტის გარდა, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი პირის, მიუხედავად მისი ასაკისა, წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის ერთი დოზით ვაქცინაცია.

საქართველოს მთავრობის განკარგულება წითელას ვირუსის ვაქცინაციის შესახებ 

 

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content