ონის უნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ შექმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

by magda

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „საქართველოს ორგანული კანონის“ „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ თანახმად მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ შექმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოსახლეობასთან შეთანხმებულად და გამჭვირვალედ განხილვას. საბჭოს საქმიანობის მიზანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებების, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების, პროექტების სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება და მერისთვის წარდგენა. მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობა, მათი წინადადებების და რეკომენდაციების გათვალისწინება.
2018 წლის 12 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა. დღის წესრიგით განისაზღვრა:
1 “ონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ცვლილების შეტანა.”
2 “ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი.”

ონის მუნიციპალიტეტის “სამოქალაქო მრჩეველთა“
საბჭოს შემადგენლობა:
• იმედა მეშვილდიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი;
• ნაზიბროლა გავაშელიშვილი – „სამართლიანი არჩევნებისა და
დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია“; – წარმომადგენელი ;
• რევაზ რაზმაძე – ინდ მეწარმე – წარმომადგენელი ;
• თეიმურაზ გობეჯიშვილი – ექიმი- ქირურგი;
• ისმაილ ამშიკაშვილი – ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი;
• რაინდი მეტრეველი – ინდ. მეწარმე;
• ალექსანდრე ჯაფარიძე – ახალგაზრდების წარმომადგენელი;
• დალი რაზმაძე – სიმონ სხირტლაძის სახელობის ქ. ონის საჯარო სკოლის დირექტორი;
• პავლე გოგშელიძე – ინდ მეწარმე;
• ელზა ბერიშვილი – მოქალაქე;

36978243_1775735665849152_4869325915215101952_n

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content