7 ივლისის მდგომარეობა ონის მუნიციპალიტეტში

by magda

დღეის მდგომარეობით სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ონის მუნიციპალიტეტს. ძლიერი წვიმების შედეგად მოდიდდა მდინარე რიონი და მისი შენაკადები, საერთო ჯამში მწყობრიდან გამოვიდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები , ნაპირსამაგრები, ამ ეტაპისთვის სოფელ ღებთან დამაკავშირებელ გზაზე გადმოსულია მდინარე „ჩვეშური“
ჭიორა-საგლოლოს მონაკვეთზე წარმოქმნილი ღვარცოფები, მეწყრული კერები გაწმენდილია და შესაძლებელია გადაადგილება. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მდინარე რიონის დონის დაწევასთან ერთად დაიწყება აღდგენის და გაწმენდის სამუშაოები. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ახდენს დაზიანებული უბნების დათვალიერება-აღწერას და დგინდება საორიენტაციო ზარალი. კომისია კვლავ აგრძელებს მუშაობას.

DASADDDEBI2 DASADDDEBI3 DASADDDEBI4 დასადები3 დასადები 2 დასადები 5

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content