36
„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ დაიწყო, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი“ და კომპანია NATIVE GEORGIAN-ი ერთობლივად განახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში რაჭაში- სოფელ ღარში ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
პროექტის პირველი ეტაპი სტერილურ პირობებში 300-მდე დედა ღორის მოშენებას ითვალისწინებს და აღნიშნული ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 1.000.000 აშშ დოლარს შეადგენს