4
11.11.2026წ.
სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და არსებული საჭიროებების გაცნობის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინა კობახიძის ხელმძღვანელობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე და მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სპორტული ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების გაუმჯობესებაზე, მათ შორის, სპორტსმენების ტრანსპორტირებისა და შესაბამისი ეკიპირებით უზრუნველყოფის საკითხებზე.
ასევე განიხილეს წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების წახალისების მექანიზმები, მიღწეული შედეგების გათვალისწინებით მათი ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები და არასრულწლოვანი სპორტსმენებისთვის რეგულარული სამედიცინო შემოწმების უზრუნველყოფის საკითხი.
ქრისტინა კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული მიმართულებების განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, არსებული საჭიროებების გამოვლენისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, მომავალშიც გაგრძელდება
