ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში, მირიან მაისურაძეს დახვედრა მოუწყვეს

by newadmin newadmin

10.11.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში, მირიან მაისურაძეს დახვედრა მოუწყვეს.
მშობლიურ ქალაქში სპორტსმენს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ალუდა თუთისანი, ლევან ჯმუხაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტიტულოვანი სპორტსმენები, ავთანდილ მაისურაძის სახელობის ტურნირის მონაწილე ახალგაზრდა მოჭიდავეები და სამსაჯო კოლეგიის წარმომადგენლები.
ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მირიან მაისურაძეს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცეს, მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული მადლიერება გამოითქვა კლუბ „შოვის“ დამფუძნებლის, დავით უგრელიძის მიმართ, რომელიც წლებია მხარს უჭერს რეგიონის სპორტსმენებს და აქტიურად გულშემატკივრობს მათ წარმატებებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ მსგავსი თანადგომა მნიშვნელოვანი სტიმულია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს რეგიონში სპორტის განვითარებაში.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე პლანეტის პირველობაზე მედლის მფლობელი მესამედ გახდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content