სოფელ გლოლაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

by newadmin newadmin

23.09.2026წ.

სოფელ გლოლაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან ლევან ჯმუხაძესთან, ალუდა თუთისანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში საბავშვო ბაღის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 99 999 ლარი შეადგინა.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს და მათ წარმატებული და საინტერესო სასწავლო წელი უსურვეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content