ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა ქალაქ ონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნო.

by newadmin newadmin

12/09/2026

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა ქალაქ ონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნო.
მიმდინარე პროექტები ქალაქის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას მოიცავს. ამასთან, აქტიურ ფაზაშია სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები.
საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ მერი დავით ლობჟანიძე , მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესრულებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების დასრულების ვადები და პროექტთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content