1
12/09/2026
საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან ერთად ,სოფელ გომის მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 307 777 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
