1
18.07.2026წ.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გამართულ თბილისის ქალთა გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
ქრისტინა კობახიძემ მადლობა გადაუხადა ქალთა გუნდს და მის ხელმძღვანელს ომარ ბურდულს ონში გამართული საგუნდო მუსიკის კონცერტის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის და რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის და ონის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მადლობის სიგელი გადასცა
