ქალაქ ონში გაიმართება ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

by newadmin newadmin

15.07.2026წ.

20-21 ივლისს, ქალაქ ონში გაიმართება ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
ტურნირი ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მოქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები.
აღნიშნულ ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენებისგან დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ბრატისლავაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
🕙 დასაწყისი 10:00 საათზე

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content