ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

by newadmin newadmin

13/06/2026

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
შეხვედრა პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც UN Women-თან პარტნიორობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს ასოციაციის მიერ ქალისა და კაცის თანასწორობის მიმართულებით გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები, აგრეთვე ა.თ.ე.ა-ს საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები, მოლოდინები და სტრატეგიული პრიორიტეტები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებს. მონაწილეები გაეცნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხედვას მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელების შესახებ.
სხდომის ფარგლებში ასევე მიმოიხილეს ასოციაციის 2026 წლის სამოქმედო გეგმა და შეთანხმდნენ ორგანიზაციის შემდგომი განვითარების ძირითად მიმართულებებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content