რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by newadmin newadmin

09.06.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ მეორე ტრანშით დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები. წარმოდგენილი პროექტები საბჭოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს.
დღის წესრიგის ფარგლებში განხილულ იქნა ასევე მთის ფონდის დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტები, ტურისტული ლოკაციების განვითარების მიმართულებები, მუნიციპალიტეტების მერიებსა და ა(ა)იპ-ებში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე სხვა აქტუალური თემები.
შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა ანგარიში წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
სხდომაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content