2
17.03.2026წ.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების და აიპების ხელმძღვანელ პირებს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს კულტურული და სოციალური პროექტები, ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები. პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ბევრი მნიშვნელოვანი და მოსახლეობისთვის საჭირო პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს მუნიციპალიტეტს.
სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობასა და სოფლებში სხვადასხვა საჭიროებების მაქსიმალურად იდენტიფიცირებაზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფლებში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების საკითხს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მერი დავით ლობჟანიძე, მერის მოადგილეები – ლევან შერაზადიშვილი და ირმა ჩიხრაძე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და საქართველოს პარლამენტში რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ელენე მაისურაძე.
