0
დაცული ტერიტორიების სააგენტოს კონკურსი „საოჯახო, ეკო-აგრო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული საოჯახო ინიციატივების მხარდაჭერას.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა 5 გამარჯვებული პროექტი; საგრანტო ფონდის საერთო მოცულობამ 35 951 ლარი შეადგინა.
კონკურსი განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის — „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით
27.02.2026წ.
რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მხარდაჭერილი ინიციატივები ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, ტურისტებისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებას და თემში დამატებითი შემოსავლის წყაროების შექმნას.
