რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ქალაქ ონში, ბეერ-შევას პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტული კომპლექსის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა

by magda

21.01.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მოადგილესთან ალუდა თუთისანთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში, ბეერ-შევას პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტული კომპლექსის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის სახურავის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება და ეტაპობრივად გადახურვა, სპორტული დარბაზის აღჭურვა და დამხმარე სივრცეების კეთილმოწყობა, ასევე გათბობისა და ელექტრომომარაგების სისტემების სრული განახლება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი საერთო ღირებულება 313 993 ლარს შეადგენს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content