0
03.09.2025წ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონის მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილი ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი მოინახულა, რომელიც ბავშვებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევს.
ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი, ონის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროსა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი მუშაობის შედეგად გაიხსნა.
კაბინეტი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკითა და კვალიფიციური კადრებით.
ჯანდაცვის მინისტრმა, პერსონალთან შეხვედრისას, მაღალი ხარისხის სერვისებსა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ონში ბავშვებისთვის სტომატოლოგიური კაბინეტის საკითხი ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციის საგანი იყო. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და უზრუნველყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნა.
ონში მინისტრთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე ალუდა თუთისანი, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი იმყოფებოდა.