ონის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ბულგარეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტს, რომლის ბიუჯეტი 100 000 ლარს შეადგენს.

by magda

12.08.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ბულგარეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტს, რომლის ბიუჯეტი 100 000 ლარს შეადგენს.
პროექტის მიზანია ქალების განვითარების ხელშეწყობა ონში და ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში – გლოლასა და ღარში.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ადგილობრივი ქალების განათლებისა და შესაძლებლობების გაძლიერება. ამ მიზნით, 25 ქალბატონს ჩაუტარდება 15 სატრენინგო სესია შემდეგ თემებზე:
• პროექტების წერა და მართვა,
• მეწარმეობა და საკუთარი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობები,
• ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები.

ტრენინგები მონაწილეებს მისცემს ახალი ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც მომავალში მათ საქმიანობასა და დასაქმებაში დაეხმარება.

პროექტი ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას, განათლების ხელმისაწვდომობას და ადგილობრივ განვითარებას როგორც ონში, ასევე საზღვრისპირა სოფლებში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content