ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მონაწილეებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

by magda

13.09.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მონაწილეებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს პოეტებმა: დავით კიკვიძემ, ია სულაბერიძემ, ქეთი ჯოლბორდმა და სალომეა ლომინაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის, ასევე ონის ააიპ ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლიდან კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია თანამედროვე მწერლობის, ლიტერატურისა და წიგნების პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content