ონის მუნიციპალიტეტში დღეს სახალხო ზეიმი “ონელობა – 2025“ გაიმართება

by magda

06.09.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტში დღეს სახალხო ზეიმი “ონელობა – 2025“ გაიმართება.
დღესასწაულის სამზადისს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად გაეცნო.
სახალხო ზეიმთან დაკავშირებით, შესაბამისი დეკორაციებით გაფორმდა ქალაქის შემოსასვლელში არსებული გადმოსახედი, დემეტრე II-ის და დავით აღმაშენებლის მოედნები, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარი.
ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის მოედანზე მოეწყო სცენა გალაკონცერტისთვის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე მოწყობილია ეთნო კუთხე, ფოტოსტენდები, საბავშვო-გასართობი სივრცეები.
სადღესასწაულო ღონისძიებები 16:00 საათიდან დაიწყება და 19.30 საათზე გალა კონცერტით დასრულდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content