ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

by magda

20/05/2025

ძვირფასო მე-12 კლასელებო,
გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
დღეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება,ეს იყო გზა, რომელზეც საკუთარი თავი და ოცნებები შეიცანით, გაიცანით მასწავლებლები, რომლებიც რჩევითა და მაგალითით დაგიდგნენ გვერდით და მეგობრები, რომელთაც მთელი ცხოვრების მანძილზე გულით ატარებთ.
არ შეგეშინდეთ ცვლილებების. წინ ახალი გამოწვევებია — გამოცდები, არჩევანი, რომელიც თქვენს მომავალს განსაზღვრავს, ახალ გარემოში ნაბიჯის გადადგმა… და სწორედ ახლა იწყება ის ეტაპი, სადაც დაგჭირდებათ ის, რაც სკოლამ გასწავლათ: შრომა, მიზანდასახულობა, პატივისცემა და ერთმანეთზე ზრუნვა.
იქეცით იმ თაობად, რომელიც მოაქვს სინათლეს, სიყვარულს, კეთილშობილებას და არასოდეს ივიწყებს ფესვებს, სკოლის დამსახურებასა და იმ ადამიანებს, ვინც ამ გზაზე გვერდით გედგნენ.
გილოცავთ ამ დიდ დღეს! წარმატებას, გამართლებასა და ბედნიერებას გისურვებთ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content