0
27.06.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიეთსა და ჭიორაში 272 000 ლარის ღირებულების ახალი მინი სტადიონები მოეწყო.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერ სერგი ხიდეშელთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად სოფელ ნაკიეთსა და ჭიორაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი მინი სტადიონები მოინახულა.
პროექტები მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.