ტურისტული სეზონი ოფიციალურად ონის მუნიციპალიტეტში 23 ივნისს გაიხსნება

by magda

22.06.2025წ.

ტურისტული სეზონი ოფიციალურად ონის მუნიციპალიტეტში 23 ივნისს გაიხსნება.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნება გაეცნონ რაჭის ფოლკლორულ შემოქმედებას და ადგილზე დაათვალიერონ გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ტურისტული ლოკაციები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ ძველი რაჭული კერძები.
დასაწყისი 18:30 საათი
დღის წესრიგი:
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური შენობის გახსნა;
ფოტო გამოფენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ტურისტული ლოკაციების ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო-ბეჭვდითი მასალა;
ვიდეო რგოლების ჩვენება საკონფერენციო სივრცეში;
რაჭული ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და რაჭული კერძების კატალოგის წარდგენა;
რაჭული ფოლკლორი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content