1
19.06.2025წ.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში, რეგიონული ფონდისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფლის შიდა საუბნო 1200 მ სიგრძის მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი.
მიმდინარე სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს.