1
21.05.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, ონში საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
სამუშაოები ვახტანგ VI-ის ქუჩაზე დეკორატიული ღობეების, განათებების, გამწვანების და საფეხმავლო ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტი, რომლის ღირებულება 918 000 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულება 2025 წლის სექტემბერში იგეგმება.