5
06.03.2025.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ქალაქ ონის გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
მოქალაქეებმა ხელმძღვანელ პირებს არსებული საჭიროებები გააცნეს და აღნიშნულის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. გამოწვევები ძირითადად ინფრასტრუქტურულ საკითხებს მოიცავდა. კერძოდ, მდინარე ჭალულის მარცხენა სანაპირო ზოლზე დამცავი ნაგებობის მოწყობას, რომელიც უხვი ნალექის შედეგად საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ მოსახლეობას. ასევე, გაჟღერდა წყლის სისტემისა და წყალარინების საკითხებთან არსებული გამოწვევები.
მერის განცხადებით: მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით აღნიშნული საკითხი განსაზღვრულია პრიორიტეტების დოკუმენტში და მერიის მხრიდან უკვე შესყიდულია მდ. ჭალულაზე სანაპირო ზოლის დამცავი ნაგებობის მოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მიმდინარეობს თანხების მოძიება რათა დროულად მოხდეს აღნიშნული პროექტის განხორციელება.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და გამოწვევების ეტაპობრივად მოგვარებას უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა მიღება, ყოველი სამშაბათს და ოთხშაბათს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე არის შესაძლებელი.
მისამართი: ონის მუნიციპალიტეტის მერია, დ. აღმაშენებლის N42.