ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (პირველი ეტაპი) დასრულების ფაზაშია

by magda

31.10.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (პირველი ეტაპი) დასრულების ფაზაშია.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 300,000 ლარამდეა და დასრულდება ნოემბრის თვეში.
სოფელ უწერაში შესრულებული სამუშაო ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოინახულა, ასევე გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და გაეცნო მათ საჭიროებებს.
აღსანიშნავია, რომ უწერაში მყარ საფარიანი გზის მოწყობა ( მეორე ეტაპი) მიმდინარე წელს გაგრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი კვლავ აქტიურად გაგრძელდება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content