სოფელ ფარახეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (IV ეტაპი) დაიწყო.

by magda

10. 10.2024წ.

სოფელ ფარახეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (IV ეტაპი) დაიწყო.
მონიტორინგის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გივი მეტრეველთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და გაეცნო საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობამდე მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები ითვალისწინებს ტერიტორიის გასუფთავებას, მიწის ვაკისის დამუშავებას, გზის დაპროფილებას და საგზაო საფუძვლის მომზადებას.
აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 800 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ამბროლაურის ავტოგზა 10” ახორციელებს, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივლისის თვეში იგეგმება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content