2
10.08.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან.
მუნიციპალიტეტის მერმა, სფეროების მიხედვით განხორცილებული აქტივობების, დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ მერმა თითოეულ სამსახურს მომავალში განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები განუსაზღვრა.