გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან

by magda

03.07.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან.
გიორგი ნოდარიშვილმა მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარების შესახებ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის საკითხს დაეთმო, ასევე აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარების, საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის მიწოდების და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, შპს “ონის სერვის ჯგუფი“-ს დირექტორი ნიკოლოზ მაისურაძე, შპს “ონის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური”-ს დირექტორი – ალექსანდრე გამყრელიძე, ასევე ფონდი “აფხაზინტერკონტი”-ს ხელმძღვანელი არჩილ ელბაქიძე, რომელმაც წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია “USAID”-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში დაანონსებული საგრანტო კონკურსის შესახებ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content