21
29.05.2024
მიმდინარე წლის 29 მაისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე ლევან ორდინიძე.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხი :
1. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების – ერთი ერთეული სპეციალიზებული ნარჩენების გადამზიდი მანქანის შპს ,,ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისათვის” პირდაპირი განკარგვის წესით დროებით სარგებლობაში (უსასყიდლდ), თხოვების ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების შესახებ.