სერგი ხიდეშელმა, სოფელ სორში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრი მოინახულა

by magda

01.03.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, სოფელ სორში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრი მოინახულა.
სერგი ხიდეშელი გაეცნო ჯგუფების სასწავლო გარემოს, აღსაზრდელებს დამატებით საჭირო ინვენტარი და სასწავლო დიდაქტიკური მასალები გადასცა.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცენტრის აღმზრდელთან ერთად, მნიშვნელოვან თემებზე და საჭიროებებზე ისაუბრეს.
საქართველოს კანონმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით.
ამ დროისთვის, აღნიშნული ცენტრები მუნიციპალიტეტის კიდევ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში უწერაში, ჭიორაში, წედისსა და ჟაშქვაში გაიხსნა, 5-6 წლიანი ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი, ადრეული და სკოლამდელი განათლება.
შეგახსენებთ, რომ სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საპილოტე რეჟიმში ონის მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლამდელი განათლების მიწოდებას ალტერნატიული მოდელების ფორმით, თითოეული ბავშვისთვის განათლების უფლების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერთან ერთად იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი – მანანა ჩაგელიშვილი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content