ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

by magda

27.01.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი მარკოიშვილთან და მერის წარმომადგენელთან ერთად, სოფ. ღების, ჭიორის და გლოლის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
სოფ. ღები – წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა;
სოფ. პატარა ღები – საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა;
სოფ. გლოლა – სპორტული მოედანის მოწყობა;
სოფ. ჭიორა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ონის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 648 000 ლარს.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.
შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები 26 იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content