39
29.11.2023წ.
2023 წელს ონის მუნიციპალიტეტში 5 რეკრიაციული სივრცე მოეწყო.
5500 კვ.მ ტერიტორიაზე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემები, დასასვენებელი ზონები, განათების ქსელი, დეკორატიული ღობეები და საბავშვო ატრაქციონები.
პროექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 556 000 ლარი. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.