რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სარაგბო კლუბი-‘’ამარანტები’’ დაფუძნდა

by magda

28.10. 2023წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სარაგბო კლუბი-‘’ამარანტები’’ დაფუძნდა.
გაცნობებთ, რომ რეგიონში ჩამოყალიბდა სარაგბო კლუბი, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი დონის ლიცენზირებული მწვრთნელებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწვრთნელი და სათამაშო ინფრასტრუქტურით.
მისი შექმნის მიზანი უპირველეს ყოვლისა -რაგბის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეროვნული ნაკრებისთვის მომზადებას წარმოადგენს.
რეგიონალური რაგბის კლუბის ფუნქციონირება ორგანიზაციული და სპორტული თვალსაზრისით დამყარებული იქნება მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებაზე, ამავე დროს კლუბი ხელს შეუწყობს მის წევრებს შორის ეროვნული ღირებულებების გავრცელებასა და განმტკიცებას.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს სარაგბო კლუბ ‘’ამარანტებს’’. რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი მოგიწოდებთ დაინტერესდეთ სპორტის ამ სახეობით და გახდეთ ახლად შექმნილი კლუბ ‘’ამარანტების’’ წევრები.
დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით⤵️
📞599 264 855 ლადო ვაწაძე ‘’ამბროლაური’’
📞599 043 636 ფარნა კიკვიძე ‘’ონი’’
📞577 657 271 ავთანდილ ამყოლაძე ‘’ცაგერი’’
📞555 398 989 გელა ფირცხალავა ‘’ლენტეხი’’

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content