6
14.08.2023წ.
“მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს – მიშელ ბარტაკს, შოვის ტრაგედიის დროს გამოჩენილი გულისხმიერებისა და გვერდში დგომისთვის.
მიშელი, 3 აგვისტოს, შოვის ტრაგედიის დროს, სტიქიის ეპიცენტრიდან მოშორებით იმყოფებოდა, რომელიც მეორე დღეს ოჯახთან ერთად მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ჩვენი, ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მას საშუალება მიეცა სტიქიის ზონაში საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული ადამიანებისთვის ცხელი კერძები მოემზადებინა.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას მიშელს და გამოვხატავ ჩემს პატივისცემას, ამ ტრაგედიის დროს გამოჩენილი ყურადღებისთვის.”
სერგი ხიდეშელი
ონის მუნიციპალიტეტის მერი