ონის მუნიციპალიტეტში, პროექტის „ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ბიზნეს კლასტერების შექმნის და ინვესტიციების მოზიდვის გზით“ ფარგლებში, PMC კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა ტრეინინგი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე

by magda

27.07.2023წ.

7-21 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტში, პროექტის „ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ბიზნეს კლასტერების შექმნის და ინვესტიციების მოზიდვის გზით“ ფარგლებში, PMC კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა ტრეინინგი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მათი განმაპირობებელი ფაქტორები;
საინვესტიციო იმიჯის შექმნა რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე;
საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა;
პოტენციური ინვესტორი კომპანიების ვიზიტების ორგანიზება;
საინვესტიციო ვებ-გვერდი;
ინვესტირების შემდგომი მომსახურება;
ბიზნეს კავშირები უცხოელ ინვესტორებსა და ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს შორის;
მუნიციპალური საინვესტიციო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტები.
სწავლების პროცესში მონაწილეობა მიიღეს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს თანამშრომლებმა, რომლებმაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეასრულეს პოტენციური ინვესტორების ვიზიტების ორგანიზებასთან, საინვესტიციო ვებ-გვერდის სტრუქტურის შემუშავებასთან, ბიზნეს კავშირების წახალისებასთან და მუნიციპალურ საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული პრაქტიკული დავალებები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content