ქ.ონში, გაიმართება ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

by magda

21.07.2023წ.

22-23 ივლისს, ქ.ონში, გაიმართება ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
ტურნირი ბეერშევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მოქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენებისგან დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალგაზრდებს შორის, რომლებიც 14 აგვისტოს, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content