14
17.06.2023
ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ზუდალი-სევის გზის მონაკვეთის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის (მე-2 ეტაპის) სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა და მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა მოინახულა.
მიმდინარე სამუშაო პროცესიდან გამომდინარე დროებით შეიზღუდება ზუდალი-სევის მიმართულებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, ხოლო მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს ოდელიას ხიდის გავლით – ქვემო სევისა და ფარახეთის ალტერნატიული გზით.
აღნიშნული მიმართულებით შეზღუდვა გაგრგძელდება 17 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება.