ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ზუდალი-სევის გზის მონაკვეთის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

by magda

19.06.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ზუდალი-სევის გზის მონაკვეთის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის (მე-2 ეტაპის) სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ – ბაჩანა მარკოიშვილმა ადგილზე მოინახულეს.
მიმდინარე სამუშაო პროცესიდან გამომდინარე დროებით შეიზღუდება ზუდალი-სევის მიმართულებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, ხოლო მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს ოდელიას ხიდის გავლით – ქვემო სევისა და ფარახეთის ალტერნატიული გზით.
აღნიშნული მიმართულებით შეზღუდვა გაგრძელდება, 17 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content