ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა

by magda

24.05.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა.
4 დღიანი ვიზიტის და პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ესტონური გამოცდილების გაზიარება მოხდა, რომელიც რეგიონულ დონეზე ციფრული სერვისების დანერგვას უკავშირდება.
გაეროს ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით, ესტონეთი მსოფლიოში მე-8 ადგილზეა, ხოლო ელექტრონული მმართველობის ინდექსით კი მესამე ადგილს იკავებს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტალინის მერიაში, ასევე, ელექტრონული მმართველობის აკადემიისა და ესტონეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content