დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ 2022 წელს განხორციელებული პროექტებისა და სამუშაოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა

by magda

14.12.2022წ.

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ 2022 წელს განხორციელებული პროექტებისა და სამუშაოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
საჯარო შეხვედრაზე მერმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კულტურულ, სოციალურ და სპორტულ პროგრამებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და მზარდ ტურისტულ პოტენციალზე.
რაც შეეხება მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს, პრეზენტაციაზე მერმა აღინიშნა, რომ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება ყველა ის პროექტი რომელიც, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
მერის განცხადებით, 2022 წელი ონის მუნიციპალიტეტისთვის თამამად შეიძლება წარმატებულ წლად ჩაითვალოს, თუმცა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, რომელთა მოგვარებისთვის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ონის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის შემაჯამებელ საანგარიშო შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სერგი ხიდეშელმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ონის განვითარების საქმეში მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content