საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში მინერალური წყლების მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია განხორციელდა

by magda

24.11.2022წ.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში მინერალური წყლების მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია განხორციელდა.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომლის მიზანსაც მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქალაქ ონში, კურორტ შოვში 2 ლოკაციაზე, სოფ. ჭიორაში და სოფ. გლოლაში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: მოეწყო ბეტონის იატაკი, დეკორატიული კედლები რიყის ნატეხი ქვით, რკინა-ბეტონის მონოლითური თაღები და დაისხა სარტყელები, მოეწყო ლითონის სახურავის კონტრუქცია, ასევე ლითონის მოაჯირები და ძელსკამები. მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდა ბეტონის დეკორატიული ფილებით.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს “იერი“-მ შეასრულა და სახელშეკრულებო თანხამ 294 219 ლარი შეადგინა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content