სოფელ ლაგვანთაში, მდ. საკაურას ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

by magda

08.06.2022წ.

სოფელ ლაგვანთაში, მდ. საკაურას ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულ – პაპუნა მარგველიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ლაგვანთაში, 2020 წლის ძლიერი სტიქიის შედეგად, მდინარე საკაურაზე დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე მოინახულა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ხიდმშენი 99“ ასრულებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულებად 387 551 ლარია განსაზღვრული.
მდინარე საკაურაზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ივლისშია დაგეგმილი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content